saqarTvelos mdinareebi - natanebi

სათავე საყორნია
შესართავი შავი ზღვა
შესართავის მდებარეობა სუფსა
სიგრძე 60 კმ
შესართავი 657 კმ²

 

სინონიმი: მოგროსი.

მდინარე გურიის მხარეში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2548 მ. სიგრძე 60 კმ, აუზის ფართობი 657 კმ². მწვერვალ საყორნიასთან, სოფელ შეკვეთილთან ერთვის შავ ზღვას. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ივლის-აგვისტოში, წყალმოვარდნა - მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი 33,5 მ³/წმ. იყენებენ წისქვილებისთვის და სარწყავად. მნიშვნელოვანი შენაკადებია ბჟუჟი და ჩოლოქი.

2012 წელს მდინარის შესართავთან ზღვაში, 100 მეტრ სიღრმეზე მეთევზეებმა აღმოაჩინეს ხომალდი. ხომალდს, რომელიც სავარაუდოდ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისთ თარიღდება ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპედიცია სწავლობს.

სახელწოდება

ბერძენი გეოგრაფი არიანე ნატანებს მოიხსენიებს ისისის სახელწოდებით. ნატანები მას ეწოდა იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობას მდინარეზე დაცურებით გადაჰწონდა ხე-ტყე. ხე-ტყის ნატანი, ანუ ნატანები, მდინარის სახელწოდებად ჩამოყალიბდა.

ისტორია

1817 წელს რუსეთის არმიის შტაბსკაპიტნის, ენსგოლმის მიერ შედგენილი დასავლეთ საქართველოს აღწერილობის თანახმად ნატანებზე საზღვაო ნავები ვაშნარამდე, ზღვიდან 16 კმ დაშორებით ადიოდნენ. 2012 წელს მდინარის შესართავთან ზღვაში, 100 მეტრ სიღრმეზე მეთევზეებმა აღმოაჩინეს ხომალდი, რომელიც სავარაუდოდ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისთ თარიღდება